სოციალური და ჯანდაცვის კომისიის ორმა წევრმა ბიუჯეტის შესაბამის ნაწილს მხარი არ დაუჭირა
საკრებულოს სოციალური და ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის შესაბამისი ნაწილი განიხილეს. დეპუტატების კითხვებს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელებმა უპასუხეს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური პროგრამებისთვის 2 მილიონ 900 ათასი ლარია გათვალისწინებული. ენმ-ის წევრი პაატა ადამია დაინტერესდა, რატომ არის გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 8 პროცენტი სოციალური და ჯანდაცვის სფეროსთვის მაშინ, როცა მერიის თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება აღნიშნულ თანხას ორჯერ აღემატება. „მხარი რომ დაუჭირო რამეს, უნდა იცოდე დეტალები, საუბარი რამე კონკრეტულზე არ არის. ყველაზე ცუდი არის ის, რომ პრიორიტეტული სფერო ბიუჯეტის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო ხელფასებზე 5 მილიონზე მეტია გამოყოფილი, რაც მიუღებელია. ხალხმა აგვირჩია, რომ მათ დავეხმაროთ და არა იმიტომ, რომ ხელფასები ავიღოთ“, - აღნიშნა ადამიამ.საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მურთაზ ბოკუჩავა განმარტავს, რომ ეს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი არ არის და ის წლის განმავლობაში გაიზრდება. რაც შეეხება ხელფასებს, ის ამბობს, რომ თანხის რაოდენობა კანონით გათვალისწინებულზე რამდენიმე პროცენტით ნაკლებია. უფასო სასადილოების ბენეფიციართა და რაციონის გაზრდის საკითხით დაინტერესდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია. მას მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ უთხრა, რომ მომავალ წელს გაიზრდება, როგორც ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდება რაციონი. „გარდა ამისა, დავინტერესდი ორი ბავშვის დაფინანსების საკითხით, რომელსაც იშვიათი დაავადება აქვს. მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ახლა პროექტში კი საუბარია, რომ განახევრდება დაფინანსება, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. ზოგადად, ეს ბიუჯეტი მოსახლეობის სრულ საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა რაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად სამართლიანად გადანაწილდეს“, - თქვა შელიამ. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების თემაზე ნინო სხულუხიამ თქვა, რომ საკითხი გადაიხედება და დაფინანსება, სავარაუდოდ, არ განახევრდება.მისივე თქმით, ბიუჯეტის ახალი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ აქცენტი უწყვეტ პროგრამებზე გაკეთდება. „ჩვენი სამსახურის ბიუჯეტი 400 000 ლარითაა გაზრდილი. აქცენტი გაკეთდება ონკოლოგიურ დაავადებებსა და სკრინინგულ პროგრამებზე. მთავარია, რომ სამივე მიმართულება - პროფილაქტიკა, მკურნალობა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა გათვალისწინებული“, - დასძინა სხულუხიამ. განხილვას საკრებულოს წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს სოციალური და ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე დაიწყო. 2018 წლის ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა 35 მილიონ 100 ათასი ლარია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
0
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 ს...
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა...
Radio Atinati
12 04 22 ზურაბ ჩიკვილაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომა...
Tbilisi City Assembly
02.04.22. ზურაბ ჩიკვილაძე სარეაბილტაციო ცენტრში
Tbilisi City Assembly
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომ...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო