პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დააკავა
02/01/2021
საქართველოს პროკურატურა-ის
მიერ
საქართველოს პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - რ.ა., ი.ა. და ი.ს. დააკავა, ხოლო ორი პირის - ხ.ს.-ს და კ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.
შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს შესაძლებელია ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ.
ვრცლად: http://pog.gov.ge/news/-1