საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე, თორმეტი უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმარი გაამართლა. საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ,,ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები დააკავეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2011 წლის 28 მაისს კი აღნიშნულ პირებს ბრალდება დანაშაულისთვის - შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად წარედგინათ. საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შედეგად კი დადგინდა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, გამამართლებელი განაჩენები დადგა ყოფილი მსჯავრდებულების, ლევან ნემსწვერიძისა და ნაირა ბერაძის მიმართ. უწყების ცნობით, 2007 წელს, სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ დირექტორს, ლევან ნემსწვერიძეს გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის მითვისებას, ხოლო ქ. ცაგერის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ნაირა ბერაძეს, ამავე თანხის გაფლანგვას ედავებოდა. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნემსწვერიძისა და ბერაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და შესაბამისად, გამოირიცხა მათი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.