ყინწვისის საქმის ახალი დეტალები
გახმაურებული საქმე სასამართლოში თავიდან გადაიხედება. უახლოეს დღეებში პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიმართავს და ყინწვისის სახელით ცნობილი საქმის 12 ფიგურანტის მიმართ 10 წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვას სთხოვს. ამ მოთხოვნას საგამოძიებო უწყება ხელახალი ძიების დროს აღმოჩენილი გარემოებებით, ახალი მტკიცებულებებით და სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციით ამყარებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის სარჩელის განხილვის შემდეგ მის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა დაადგინა. შეგახსენებთ, რომ ამავე საქმის კიდევ 12 ფიგურანტი სამი კვირის წინ სასამართლომ უდანაშაულოდ გამოაცხადა. 2011 წლის 26 მაისს ყინწვისის მონასტერში ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 24-მა ადამიანმა ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. რეზონანსული საქმის ფიგურანტები ჰყვებიან, რომ აღიარებითი ჩვენებები იძულებით და ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაცემინეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ყინწვისის საქმის“ ახალი დეტალები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ „ყინწვისის საქმეზე“ ბრალდებულები გაამართლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განაჩენის გადახედვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყინწვისის „დაცემული ანგელოზები"
Tina Agnus
ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განსხვავებული აზრის დევნა „ნ...
TV IMEDI
ყინწვისის მამათა მონასტერი - Мама Исе Амашукели
Georgian Productions
ყინწვისის ეკლესიაში იატაკის შეცვლასთან დაკავშირებით საპატრია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster