ყინწვისის ეკლესიაში იატაკის შეცვლასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ყინწვისის ეკლესიაში იატაკის შეცვლასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია: „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით. მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი. ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით. ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი, ამა თუ იმ ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი. საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
განცხადება ყინწვისის ტაძარში მიმდინარე უკანონო სამუშაოებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყიწვისის სამონასტრო კომპლექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იღუმენ ეფრემის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყინწვისის მონასტრის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყინწვისის ეკლესიაში ფილები დააგეს
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე -11 აგვისტო, 2019 წელი
TV IMEDI
„ყინწვისის საქმის“ ახალი დეტალები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყინწვისის საქმის ახალი დეტალები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster