„საფარი“ შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს
ორგანიზაცია #საფარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში ადანაშაულებს. საუბარია, 31 მაისს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მოქმედმა პოლიციელმა, პარტნიორ ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა, მისი ყოფილი მეუღლე კი მოკლა. ორგანიზაციის წარმომადგენლები, პატრულ-ინსპექტორებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდნენ, სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პატრულის თანამშრომლები არ შეეცადნენ მოძალადის დროულად გაყვანას, რისი დამადასტურებელი ფაქტიც მათ სამხრე კამერაზე არსებულ ჩანაწერშია ასახული. ,,საფარი” პატრული თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამასთან, მისი წარმომადგენლების განცხადებით, დაზარალებულმა, გასულ წელს, პოლიციას პარტნიორის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმართა, რის შემდეგაც პოლიციამ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულის ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალადობაზე შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე პოლიციის თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები განხორციელდა.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სქესობრივი დანაშაულების კომენტარების პრეზენტაცია
Sapari Union
ძალადობის უხილავი ფორმები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ,...
Sapari Union
უფლებადამცველთა განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრები თბილისის შემოგარენში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაია პატარაია საფარი/safari რას ფიქრობს ბაია პატარია ნიკოლოზ...
ლაშა ჯანიბეგაშვილი
„საფარი“ მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"საფარის" მკვლევარი ქრისტინა მარგველაშვილი "ობიექტივის" ეთერ...
Sapari Union
პარტიული მითი N11: "პოლიტიკაში აუცილებელია კარგი ოჯახური წარ...
Sapari Union