ძალადობის უხილავი ფორმები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა
ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, კავშირმა საფარმა გამართა ონლაინ კონფერენცია „ძალადობის უხილავი ფორმები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა“. საქართველოში ძალადობის ფარულ ფორმებზე, მათ შორის სექსუალურ და ეკონომიკურ ძალადობაზე ნაკლებად ტარდება კვლევები, საინფორმაციო შეხვედრები, დისკუსიები და განხილვები. სწორედ ამიტომ რჩება ეს საკითხები ძალადობის ფარულ ფორმებად. პრობლემა ჯერჯერობით უყურადღებოდ არის მიტოვებული როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორისგან. ნაკლები ყურადღება ეთმობა ძალადობის ამ ფორმების შესწავლასა და განხილვას პროფესიონალების მხრიდანაც. კავშირი საფარის სურვილია, გაიზარდოს საზოგადოების, ინსტიტუტებისა და პროფესიონალების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონე აღნიშნული სახის ძალადობის ფორმებთან მიმართებაში. სწორედ ამ მიზნით ტარდება ონლაინ კონფერენცია ძალადობის ფარულ ფორმებზე, და მისი მთავარი ამოცანა არის ქალთა და გოგონათა მიმართ ეკონომიკური და სექსუალური ძალადობის ფორმების შესახებ დისკუსიის გააქტიურება. კონფერენციის დღის წესრიგი: 13.00 - მისალმება: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის წარმომადგენელი, გიორგი ჩხეიძე; გიორგი ურჩუხიშვილი (საფარი); გიორგი ოსაძე - შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი. 13:15 – სექსუალური ძალადობა (თამარ ლუკავა, საფარი) 13:30 – ბავშვთა მიმართ ძალადობა (ანა თავხელიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR) 13:40 – ეკონომიკური ძალადობა (ბაია პატარაია, კავშირი საფარის დირექტორი) 13:50 – დისკუსია შეხვედრა განხორციელდა პროექტ „ქალთა უფლებების დაცვის” ფარგლებში, ორგანიზაცია კავშირი საფარის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.
Sapari Union-ის სხვა ვიდეოები
03:29
ფსიქოლოგი მაია ცირამუა, პედოფილიის ირგვლივ არსებულ...
00:32
პედოფილიის მსხვერპლების ისტორიები
01:29:17
სქესობრივი დანაშაულების კომენტარების პრეზენტაცია
08:40
შორენა გაბუნია კამპანიის "მეც შვილი ვარ" შესახებ
01:18
დედის დარიგება
24:18
შევიწროება, როგორც დისკრიმინაცია - ბაია პატარაია გ...
11:00
შორენა გაბუნია კამპანიის "დამიცავი, პატარა ვარ" შე...
მსგავსი ვიდეოები
"არ მეგონა რომ არსებობდნენ ადამიანები ვინც გვერდით დამიდგებო...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
"კოალიცია თანასწორობისთვის" 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია,...
The Coalition for Equality
დათო ტურაშვილი - #ENDviolence - შეაჩერე ძალადობა ბავშვებზე!
UNICEF Georgia
პაატა ბურჭულაძე - #ENDviolence - შეაჩერე ძალადობა ბავშვებზე
UNICEF Georgia
ფორმულა 20:00 საათზე — 8 მარტი
"უხილავი ბავშვების" შემაჯამებელი გადაცემა 19.03.2015
csdc-itv.ge
მოწყალება თუ თაღლითობა?! - Invisible Children | უხილავი ბავშ...
csdc-itv.ge
ათვლის კუთხე, მეორე სეზონი, ეპიზოდი 16 - ქალები საქართველოში
ათვლის კუთხე / Atvlis Kutkhe