"კოალიცია თანასწორობისთვის" 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, პირველი არხის სიუჟეტი

05/02/2022
The Coalition for Equality-ის მიერ

დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2 მაისი, 2022

სხვადასხვა ჯგუფების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ანგარიშში გამოკვეთეს ის საკითხები, რომელიც შარშანდელი წლის მანძილზე ყველაზე მწვავედ იდგა ადამიანების წინაშე:

Შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სახელმწიფოს კვლავ არ დაუნერგავს შშმ პირთათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ღირსეული სოციალური დაცვის სისტემა;
დღემდე პრობლემას წარმოადგენს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ინსტიტუციონალიზაცია.



ლგბტ(ქ)ი პირთა უფლებრივი მდგომარეობა (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

Დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი 2021 წლის 5-6 ივლისის მასშტაბური არეულობის და აგრესიული თავდასხმების ორგანიზატორი პირები;
გამოწვევად რჩება არსებითი სხვაობა სამართალდამცავი უწყებების მიერ გამოვლენილ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულებსა და თემის წევრების მიერ განცდილ ძალადობის სტატისტიკას შორის.



უსახლკარო პირები (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ქვეყანაში არ მუშავდება ინფორმაცია უსახლკარობის გამომწვევი ფაქტორების, უსახლკარობის მასშტაბების შესასწავლად და არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა;
Სახელმწიფოს არ აქვს კვლევის შედეგებზე დაფუძნებული უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა.



აქტივისტები და უფლებადამცველები (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

2021 წელს საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ გააგრძელა, არამედ გააძლიერა აქტივისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ რეპრესია;
Სახელმწიფო კვლავ საბჭოთა კანონმდებლობის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარტების უგულებელყოფით დევნის აქტივისტებს.



Ქალთა უფლებები (საფარი)

ეკონომიკური ძალადობა საქართველოში გავრცელებული, მაგრამ უხილავი პრობლემაა;
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიულ კოორდინატორებად ჩართულ ქალებზე ხორციელდებოდა ზეწოლა და უკანონო საქმიანობაში საქმიანობაში მონაწილეობის იძულება.



არადომინანტი რელიგიური გაერთიანებები (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულმა სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებმა, ცხადყო, რომ ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას;
დისკრიმინაცია კანონმდებლობასა და პოლიტიკაში და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული სხვა სისტემური პრობლემები კვლავ გადაუჭრელია დარჩა.



Ეთნიკური უმცირესობები (სოციალური სამართლიანობის ცენტრი)

პრობლემად რჩება არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების ენობრივი უფლებების დარღვევა; ლინგვისტური ბარიერის პირდაპირი გავლენები ეთნიკური უმცირესობების სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის ხარისხზე;
Სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პროცესი სუსტია, არ არსებობს თემთა შორის ნდობის აღდგენის და კონფლიქტების პრევენციის გრეძელვადიანი, კვლევაზე დაფუძნებული სახელმწიფო სტრატეგია.



ბავშვთა უფლებები (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

შეზღუდული შესაძლებლობის ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შემთხვევაში, პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო შემცირდა წვდომა ხარისხიან განათლებაზე;
დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და სახელმწიფოს მიერ 2021 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვის მიმართულებით კვლავ არაეფექტურია.


უცხოელთა უფლებები (უფლებები საქართველო)

2021 წელს კვლავ პრობლემური იყო თავშესაფრის მაძიებელთათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სახელმწიფო უსაფრთხოების პოტენციურ საშიშროებაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა;
უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის დასრულების შემდეგ პრაქტიკული გამოცდილების მიღება და სამუშაო ადგილის პოვნა 2021 წელს კვლავ სირთულეს წარმოადგენდა.


Მედია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

გაუარესებულია ქვეყანაში მედიის უსაფრთხოების მდგომარეობა და გაძლიერებულია აგრესიული რიტორიკა, ასევე დისკრიმინაციული დამოკიდებულებები მედიის წარმომადგენლების მიმართ.
კვლავ პრობლემურია სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩარევის მცდელობები.



\"კოალიცია თანასწორობისთვის\" კვლავაც განაგრძობს მუშაობას და მიმდინარე წელს, უკვე მეორე ანგარიშსაც შემოგვთავაზებს, სადაც უკვე დისკრიმინაციის იმ ქეისებზე იქნება საუბარი, რომელიც თითოეულ ორგანიზაციას ჰქონდა მთელი 2021 წლის განმავლობაში.

ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აქ: http://equalitycoalition.ge/article/96

#კოალიციათანასწორობისთვის

ვიდეოები „The Coalition for Equality"-ისგან