ლგბტქი ადამიანების უფლებები, LGBT rights in Georgia, with english titles
ლგბტქი ადამიანების უფლებები, ელენე ქაიხოსროშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი Coalition for Equality, LGBT rights in Georgia, Elene Kaikhosroshvili, Women's Initiatives Supportive Group (WISG). ამა წლის 2 მაისს, "კოალიცია თანასწორობისთვის" "დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიშის" პრეზენტაციას გამართა. გთავაზობთ ნაწყვეტს პრეზენტაციიდან, რომელშიც ლგბტქი ადამიანების უფლებებზე ელენე ქაიხოსროშვილი საუბრობს (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG). „კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა და თერთმეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), უფლებები საქართველო, „საფარი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), თანასწორობის მოძრაობა. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობაა. 2015 წელს, ახლადდაფუძნებულმა “კოალიციამ თანასწორობისთვის” და საქართველოს სახალხო დამცველმა ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. "კოალიცია თანასწორობისთვის" ყოველწლიურად შეისწავლის ქვეყანაში ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობას. წინამდებარე ანგარიში ამ ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვის მხრივ გასულ წელს არსებული მდგომარეობაა მოცემული. გაიგე მეტი "კოალიცია თანასწორობისთვის" შესახებ: http://equalitycoalition.ge/
The Coalition for Equality-ის სხვა ვიდეოები
ბაია პატარაიას ლექცია "დისკრიმინაციის აკრძალვა ქარ...
40:10
მაკო ღავთაძის ლექცია "რწმენისა და რელიგიის ნიშნით...
02:46
რა არის დისკრიმინაცია?
07:56
ნათია გამხიტაშვილი CEDAW-ს ალტერნატიული ანგარიშის...
01:42
რას საქმიანობს "კოალიცია თანასწორობისთვის"?
38:32
ანა აბაშიძის ლექცია "ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია"
23:47
ბაია პატარაიას ლექცია "გენდერული ნიშნით დისკრიმინა...
33:21
გიორგი მშვენიერაძის ლექცია "ეთნიკური ნიშნით დისკრი...
მსგავსი ვიდეოები
ლგბტქ/LGBTQ: გაცნობის ადგილები და 17 მაისი - ფენოვანი 2.30
რადიო თავისუფლება
ახალი კვლევის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შრომითი უფლებები
Equality Movement თანასწორობის მოძრაობა
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგ...
The Coalition for Equality
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების განცხა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაში მთავრობამ ლგბტქი უფლებ...
Queer ქვიარი
სიყვარული თუ სიძულვილი? / Love or Hate? (English subtitles)
Heinrich Boell Foundation South Caucasus
სიყვარული თუ სიძულვილი? / Love or Hate?
Heinrich Boell Foundation South Caucasus