ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების განცხადება

15.07.2021

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები საქართველოს მთავრობას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნიან. „მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, „ლგბტქი თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა. კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს. ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნავდა „პრაიდთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა. ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ამ ფონის გათვალისწინებით, ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტურად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პრო-ევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაა“, - ნათქვამია წერილში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან
04:39

შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა
01:32

საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარში - გამოხმაურება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარში - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ეკონომიკის სამინისტროში - გამოხმაურება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ეკონომიკის სამინისტროში...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რომელ ქვეყნებთან გახსნის საქართველო საზღვრებს
01:54

რომელ ქვეყნებთან გახსნის საქართველო საზღვრებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირი საზღვრებს ხსნის
00:54

ევროკავშირი საზღვრებს ხსნის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კვარაცხელიას საქმის გამოძიებას მოითხოვენ
04:21

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კვარ...

TV IMEDI

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები საფრანგეთში ხვდებიან
01:45

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები საფრანგეთშ...

Euronews Georgia

ყველა ვიდეო