დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში,2021 წლის ანგარიში
2 მაისი, "კოალიცია თანასწორობისთვის" "დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიშის" პრეზენტაციის სრული ვიდეოჩანაწერი. „კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა და თერთმეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), უფლებები საქართველო, „საფარი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), თანასწორობის მოძრაობა. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობაა. 2015 წელს, ახლადდაფუძნებულმა “კოალიციამ თანასწორობისთვის” და საქართველოს სახალხო დამცველმა ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს."კოალიცია თანასწორობისთვის" ყოველწლიურად შეისწავლის ქვეყანაში ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობას. წინამდებარე ანგარიში ამ ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვის მხრივ გასულ წელს არსებული მდგომარეობაა მოცემული. პრეზენტაციის დღის წესრიგი: მისალმება ქეთი ხუციშვილი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია, საფარის აღმასრულებელი დირექტორი, კოალიცია თანასწორობისთვის თავმჯდომარე I პანელი მოდერატორი: ბაია პატარაია, საფარი ქალები - ნათია გამხიტაშვილი, საფარი. ბავშვები - ანა თავხელიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) შშმ პირები - მარიამ აბულაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) უსახლკარო პირები - გვანცა საკანელაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) II პანელი მოდერატორი: მარი კაპანაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ლგბტქი ადამიანები - ელენე ქაიხოსროშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) უფლებადამცველები და აქტივისტები - სალომე გომართელი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მედია - იოსებ ედიშერაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) III პანელი მოდერატორი: ეკა ჭითანავა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) რელიგიური გაერთიანებები - მაკო ღავთაძე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ეთნიკური უმცირესობები - თათია კაჭარავა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი უცხოელთა უფლებები - იზი კასრელიშვილი, უფლებები საქართველო ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია იხ. ბმულზე: http://equalitycoalition.ge/article/9... იხ. მეტი "კოალიცია თანასწორობისთვის" შესახებ: http://equalitycoalition.ge/
The Coalition for Equality-ის სხვა ვიდეოები
ბაია პატარაიას ლექცია "დისკრიმინაციის აკრძალვა ქარ...
40:10
მაკო ღავთაძის ლექცია "რწმენისა და რელიგიის ნიშნით...
02:46
რა არის დისკრიმინაცია?
07:56
ნათია გამხიტაშვილი CEDAW-ს ალტერნატიული ანგარიშის...
01:42
რას საქმიანობს "კოალიცია თანასწორობისთვის"?
38:32
ანა აბაშიძის ლექცია "ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია"
23:47
ბაია პატარაიას ლექცია "გენდერული ნიშნით დისკრიმინა...
33:21
გიორგი მშვენიერაძის ლექცია "ეთნიკური ნიშნით დისკრი...
მსგავსი ვიდეოები
"კოალიცია თანასწორობისთვის" 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია,...
The Coalition for Equality
ქალთა უფლებები, საფარი, Women's rights, Sapari, with englis...
The Coalition for Equality
ეთნიკური უმცირესობების უფლებები, Ethnic minorities rights,...
The Coalition for Equality
უცხოელთა უფლებები, უფლებები საქართველო, Rights of Foreigners...
The Coalition for Equality
ლგბტქი ადამიანების უფლებები, LGBT rights in Georgia, with en...
The Coalition for Equality
მარი კაპანაძის პრეზენტაცია "უფლებადამცველები და აქტივისტები"
The Coalition for Equality
ანზორ ხატიაშვილის პრეზენტაცია "რელიგიური უმცირესობები"
The Coalition for Equality
სალომე ჯოხაძის პრეზენტაცია "თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილე...
The Coalition for Equality