სიყვარული თუ სიძულვილი? / Love or Hate? (English subtitles)

04/18/2018

ამ სოციალური სარეკლამო რგოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანებისა და მათი უფლებების პოზიტიურ ხილვადობას. ვიდეოს მთავარი გზავნილები გამომდინარეობს ჰომო/ბი/ტრანსფობიური საზოგადოებრივი დამოკიდებულებების კვლევიდან (http://bit.ly/2911Xb6) და საქართველოში ლგბტი ადამიანთა სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის ანალიზიდან (http://bit.ly/2D553uE) , რომლებიც ჩაატარეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მისმა პარტნიორებმა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3-წლიანი პროექტის \"ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში\" ფარგლებში. სოციალური რგოლი ვრცელდება სოციალური ქსელების, ვებ-პლატფორმების და ტელევიზიის საშუალებით. მისი მიზანია ლგბტი ჯგუფის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების ცვლილებაში წვლილის შეტანა. რგოლი დაამზადა შემოქმედებითმა სააგენტომ Leavingstone.

ვიდეოები „Heinrich Boell Foundation South Caucasus"-ისგან