Ercke Mydass - მიზანი

06/12/2015
Ercke Mydass-ის მიერ

Download Mp3:   / ercke-mydass-mizani  
რა აზრი აქვს ძებნას თუ ეს შედეგს არ გამოიღებს
რა აზრი აქვს სირბილს თუ ფინიშს ვეღარ მიაღწიე,
თუ არ აქვს აზრი რეჟისორი ფილმს რის გამო იღებს?
სიყვარული, აი რა ქმნის და რა აქცევს წყალს მღვრიედ.

კუ მიიწევს წინ, ითვლის დროს, არ ფიქრობს დანებებას
შველი გარბის მაინც, მდევარი თუ წამოეწევა,
ყველა ხედავს მომავალს ხო, მხოლოდ ნათელ ფერებად
ვეღარ ვიტანთ თითქოს ერთმანეთს და თან მოფერებას.

თქვენს შემყურე ალბათ მეც სიძულვილი მომერევა
ვერ ვიტან ზიზღს და ვიცი ჭაღარაც გამომერევა,
სიყვარულს ქმნის ძალა ღვთისა, სიკვდილს არ შეერევა,
დაგიმალავთ სიყვარული, თქვენზე გული მერევა.

რა აზრი აქვს სამოთხეს ჩვენ თუ ჯოჯოხეთს მოველით
რა აზრი აქვს სიყვარულს თუ სიძულვილს ვემონებით,
ფრთებს რომ გაშლი ოდნავ და ტკბები ყოველი მომენტით
გამოჩნდება ვიღაც ვინც, ჩამოგაგდებს ფრთის მოტეხვით.

სიყვარული ძლიერად ხელს აფარებს უფუნჯოდ წყვილს,
მწყურია და დროს დავეძებ ჩემი წყურვილის მოკვლის
სილამაზე დამაბრმავებს, მაგრამ სუნი აქვს ლპობის
მაინც თითქოს გამჩენია სურვილი ამის ფლობის.

რა აზრი აქვს ძებნას თუ ეს შედეგს არ გამოიღებს
რა აზრი აქვს სირბილს თუ ფინიშს ვეღარ მიაღწიე,
ცდას ნუ აკლებ ის სათავეს დასაბამიდან იღებს,
მერე რა თუ ტაძრის კარებს არავინ აღარ გიღებს.
ე.მ.
31 იანვარი