Ercke Mydass - მომწყურდი

06/12/2015
Ercke Mydass-ის მიერ

Download Mp3: https://soundcloud.com/erckemydass/er...
მომწყურდი
როგორ აღგიქვა არ ვიცი
როგორ შეგეხო არ ვიცი
მაგრამ მომწყურდი წყალივით
არა, მე შენ წყალზე მეტად მომწყურდი.

სიყვარულზე ვარ შეყვარებული
მაგრამ მაინც შენ მომწყურდი მარტო
როგორც ყაზბეგის ზეგანზე ცივ წყალს
დავეწაფები და გადამადნობს.

უდაბნოს სიცხე მაჭერს
მაგრამ არ მინდა
მე წყალი მინდა
ან მხოლოდ მინდა
მოვინახულო შენი მთაწმინდა
სადაც იქეცი ვარდიდან წმინდად,
სადაც დაადგი ფეხი პირველად.

მომწყურდი როგორც სიზმარში თეთრი თოლია
როგორც ხმა შენი გამიგონია,
ფრთებგაშლილსა და ცად მონავარდეს
შენი სხეული რად მომაბარეს?
რადგან არ გჩვევია ყოფნა ერთ ადგილს
სიფხიზლის სენია ასვლა ღმერთამდის,
მე არ მეკუთვნი
მე ვერ მეკუთვნი
შენ ხარ ყველაში,
და არავიში
შენ ხარ დროის და სივრცის მეგზური.

მომწყურდი
როგორ გაკოცო არ ვიცი
როგორ გეფერო არ ვიცი
მაგრამ მომწყურდი ქარივით,
ქარზე ძალიან მომწყურდი
მე კი ყოველთვის დაგიცდი.

მომწყურდი წვიმაში, სიცხეში ქარში
მომწყურდი ყველგან, და ჩემს სიზმარში
შენ, რომ გადევნებ თვალს და იმ აღმართს
სადაც ავდივართ, მარად და მარად.
მომწყურდი,
ბრილიანტებად დაგისვამ ხელზე
შენ შეგაპკურებ სიცოცხლის მარცვალს
ანგელოზებად შორით მფრინავებს
მე სიკვდილისკენაც ვიწყებ ბანცალს.

მომწყურდი, მინდვრად ზღვაში ან მზეში
თვითონ მზეზეც კი დაგლევ საოცრად
მომავალს ვხედავ, ფერიის ფრთებში
სიყვარულისთვის მზად არს საომრად.

სისხლი ვენიდან მომდის ურღვევად
ვდგავარ ურყევად
შენის ჭურჭელად
სისხლი იცლება
უსასრულობად.
მიწამ ჩაყლაპა ჩემი სიტყვები
ჩემი ფიქრები
მაინც ვყვირივარ სიყვარულისთვის,
ამას ვაკეთებ ჩემი უფლისთვის.
მომწყურდი, მომწყურდი
მაგრად მომწყურდი
ისე, როგორც სხვა არ მყვარებია.
ე.მ.
26 მაისი