Download Mp3: https://soundcloud.com/erckemydass/er...
ვერცერთ ქალს ვერ გაგიმეტებთ სხვისთვის
დედოფლად ყველა გოგონას ვაქცევ,
მე მეყვარებით სიყვარულისთვის
და დიდ ფიალა ღვინოსაც დავლევ.
ქალბატონებო, შანსი მიბოძეთ,
გადაგატარებთ მთელს არემარეს,
ნება მომეცით თქვენთვის ვიბრძოდე
გიცავდეთ თქვენც და ჩემსავე მხარეს.
რაინდი არ ვარ, უფრო რეგვენი
მაგრამ გაგიმხელთ, ყველა მიყვარხართ
რაც მე დავწერე თქვენთვის შევქმენი,
ნუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ მიმიქარავს.
ამ გარდასულ დროთა - ლამაზებო
სიცოცხლეს თქვენს ერთ ამბორზე გავცვლი,
რატომ დადუმდით ნაზ ქალთა ხმებო,
ჩემს დედამიწას ვიცი თან რაც ცვლის.
სამყაროს ასულნო, თქვენ ჩემები ხართ
წავართმევ კაცებს მალე თქვენ თავებს
ოდესღაც მე რაც შემიმჩნევია,
ის გამოხატავს თქვენს სილამაზეს.
ბავშვები, მომავალში ქალები
ქმრებისგან ყველა თავისუფალი
ფერად სამყაროს გაგიშლით თვალწინ
ვაშენებ და არ ვარ დამღუპავი.
ვნების მდინარეს გადმოვღვრი თქვენთვის
უშნო თასიდან, თუმც ფრთებად ასხმულს
სილამაზეც ქრება არ შემჩნევით
ლამაზებს გეტრფით უკვე ცად ასულს.
იცით გელოდებათ თქვენ ჩემი გული
და ვერ ავიტან ვინმესგან წყენას
სიტყვა მინდოდა, რომ მეთქვა ბრძნული
მაგრამ არ ვიცი, დამება ენა.
არა, არცერთი არა ხართ უშნო
და თუმც გატყვიათ ბრძოლის იარა
მერე რა თუ ცხოვრებაა უცხო
ან თუ მან თქვენზე გადაიარა.
ვამჩნევ ყოველი თქვენგანის მიღმა
იმალება, რაღაც საიდუმლო
მე გადავიქცევი თუნდაც წვიმად,
ყველასთან ერთად სამაიმუნოდ.
დაგარწმუნებდით ჩემთა ძალებში
მინდა გულები თქვენი დავიპყრო
ჩაგიგორებდით ყველას მკლავებში
და თბილ საწოლში სხეულს გაგითბობთ.
მჯერა ვნებათა მე სილამაზის
მჯერა სიახLOVE-ის ცხადი კუთხით
ქალი-სიურპრიზი, მხოლოდ-ლამაზი
არ ვცნობ მე მას, ვინც ასე არა თვლის.
ერთ ქალს მხოლოდ მე ვერ დავჯერდები
რადგან სხვისკენაც გამირბის თვალი
რკინა-ფოლადის ყრუ შეჯერებით,
ყველას გულში, ხომ დავტოვე კვალი.
სიმშვენიერე მიმზერის თქვენით
არა მაქვს დრო ფიქრის - დავიბენი
მე უშნო ქალი არსად მინახავს,
ამიტომაც ყველანი მიყვარხართ.
ე.მ.
8 მარტი 2015
ვერცერთ ქალს ვერ გაგიმეტებთ სხვისთვის
დედოფლად ყველა გოგონას ვაქცევ,
მე მეყვარებით სიყვარულისთვის
და დიდ ფიალა ღვინოსაც დავლევ.
ქალბატონებო, შანსი მიბოძეთ,
გადაგატარებთ მთელს არემარეს,
ნება მომეცით თქვენთვის ვიბრძოდე
გიცავდეთ თქვენც და ჩემსავე მხარეს.
რაინდი არ ვარ, უფრო რეგვენი
მაგრამ გაგიმხელთ, ყველა მიყვარხართ
რაც მე დავწერე თქვენთვის შევქმენი,
ნუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ მიმიქარავს.
ამ გარდასულ დროთა - ლამაზებო
სიცოცხლეს თქვენს ერთ ამბორზე გავცვლი,
რატომ დადუმდით ნაზ ქალთა ხმებო,
ჩემს დედამიწას ვიცი თან რაც ცვლის.
სამყაროს ასულნო, თქვენ ჩემები ხართ
წავართმევ კაცებს მალე თქვენ თავებს
ოდესღაც მე რაც შემიმჩნევია,
ის გამოხატავს თქვენს სილამაზეს.
ბავშვები, მომავალში ქალები
ქმრებისგან ყველა თავისუფალი
ფერად სამყაროს გაგიშლით თვალწინ
ვაშენებ და არ ვარ დამღუპავი.
ვნების მდინარეს გადმოვღვრი თქვენთვის
უშნო თასიდან, თუმც ფრთებად ასხმულს
სილამაზეც ქრება არ შემჩნევით
ლამაზებს გეტრფით უკვე ცად ასულს.
იცით გელოდებათ თქვენ ჩემი გული
და ვერ ავიტან ვინმესგან წყენას
სიტყვა მინდოდა, რომ მეთქვა ბრძნული
მაგრამ არ ვიცი, დამება ენა.
არა, არცერთი არა ხართ უშნო
და თუმც გატყვიათ ბრძოლის იარა
მერე რა თუ ცხოვრებაა უცხო
ან თუ მან თქვენზე გადაიარა.
ვამჩნევ ყოველი თქვენგანის მიღმა
იმალება, რაღაც საიდუმლო
მე გადავიქცევი თუნდაც წვიმად,
ყველასთან ერთად სამაიმუნოდ.
დაგარწმუნებდით ჩემთა ძალებში
მინდა გულები თქვენი დავიპყრო
ჩაგიგორებდით ყველას მკლავებში
და თბილ საწოლში სხეულს გაგითბობთ.
მჯერა ვნებათა მე სილამაზის
მჯერა სიახLOVE-ის ცხადი კუთხით
ქალი-სიურპრიზი, მხოლოდ-ლამაზი
არ ვცნობ მე მას, ვინც ასე არა თვლის.
ერთ ქალს მხოლოდ მე ვერ დავჯერდები
რადგან სხვისკენაც გამირბის თვალი
რკინა-ფოლადის ყრუ შეჯერებით,
ყველას გულში, ხომ დავტოვე კვალი.
სიმშვენიერე მიმზერის თქვენით
არა მაქვს დრო ფიქრის - დავიბენი
მე უშნო ქალი არსად მინახავს,
ამიტომაც ყველანი მიყვარხართ.
ე.მ.
8 მარტი 2015