ქართველობას ვკარგავთ – ვლოგ–მიმართვის ანონსი, მიძღვნილი დავითობის დღესასწაულისადმი.
მოგესალმებით. ბოლო დღეებში, ვირუსების თუ სხვა, ჩვენი საზოგადოების ნაწილში უფრო ღრმად ჩამჯდარი მიზეზების გამო, იმატა არა მხოლოდ ქსენოფობიურმა განცხადებებმა, არამედ – „ქართველობას გვართმევენო“ ლოზუნგის ტირაჟირებამაც. 8 თებერვალს საქართველოში აღნიშნავენ დავიდ აღმაშენებლის ხსენების დღეს. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე ანონსის სახით გაგიზიაროთ მომავალი ვიდეო ვლოგ–მიმართვის, სახელწოდებით „ქართველობას ვკარგავთ“, შემდეგი მოკლე ნაწილი. ჩვენ უკვე გაგვიჩნდა ნაცისტური დაჯგუფეფები. ქვეყანაში, სადაც აღმაშენებელი მეფობდა, ის აღმაშენებელი, ცოლად, რომ, ჯერ სომეხი და შემდეგ ყივჩაღი ქალი ყავდა. ის აღმაშენებელი, რომელიც მუსლიმ სახელმწიფოებს ებრძოდა, მაგრამ, ვაჟთან ერთად, თბილისის განთავისუბლების შემდეგ, თბილისის მუსლიმების ლოცვას ანუ ნამაზს ესწრებოდა, რათა ეჩვენებინა მისი პატივისცემა, ან გინდ, ჰუმანურობა და ღირსება! როგორ ფიქრობთ – დავითმა სიძულვილით შექმნა ძლიერი სახელმწიფო? უცხოტომელების შიშით და ქართულისადმი ღალატში დაბრალებით მიაღწია წარმატებას? თუ თავისი სიყვარულითა, კაცთმოყვარეობით და ღირსებით შეაყვარა თავისი თავიც, ქართულიც და საქართველოც? მოგვიტანს სიძულვილი, ქსენოფობია და შოვინიზმ–ნაციზმი – მსგავსს წარმატებას? – პასუხი თქვენთვის მომინდია. #აღმაშენებელი, #სიძულვილი, #ქსენოფობია, #ნაციზმი, #სიყვარული, #საქართველო, #ღირსება, #ჰუმანურობა, #საზოგადოება, #ქართველობა
მსგავსი ვიდეოები
ქართველების ძალა ერთობაშია ხალხო...სამშობლოს ვკარგავთ ხალხო.
zurab izoria
№11 2022 აკაკი ჯორჯაძე - საქართველოს ევროკავშირში კანდიდატად...
№11 2022 აკაკი ჯორჯაძე - საქართველოს ევროკავშირში კანდიდატად...
ქართველობას გვართმევენ, ანუ მითები ევროპულ „საფრთხეზე“
netgazeti ge
ფუი შენ ქართველობას - ინციდენტი ტვ "პირველი"-ს ეთერში
MULTIMEDIA GE
მენტალური ომები - ვინ გვართმევს ქართველობას?
RUSTAVI 2
სულით დამონებულ ქართველობას ვხედავ...
tina tayadze
"გიორგი სააკაძე" - "ვერავინ გასტეხს ქართველობას!" (giorgi sa...
კინოკადრები - kinokadrebi Geo Movie Clips