პროკურატურამ დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები დააკავა
საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაკავებული თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ. საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენი სამთავრობო კომისიის ორ ყოფილ წევრს მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ გარკვეული კვლევითი სამუშაოები არ ჩაატარეს და დამალეს 1938 წელს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებული საზღვრის ხაზის ამსახველი რუქის დედანი, რომლითაც1994 წლიდან მოქმედ კომისიას უნდა ეხელმძღვანელა. პროკურატურა ამბობს, რომ შედეგად დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს კუთვნილი, ჯამში 3 500-მდე ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილი, რომელიც დღემდე სადავოა. დანაშაულის მოტივი დღეს არ დასახელებულა, ისევე როგორც კონკრეტული წლები, ახსენეს მხოლოდ 2007 წლის ჩათვლით პერიოდი. საგამოძიებო უწყების ცნობით, 82 წლის წლის წინანდელი რუქის ორიგინალი ექსპერტ-კარტოგრაფ ნატალია ილიჩოვას სამუშაო ოთახში იპოვეს. კარტოგრაფიული მასალა, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, პროკურატურას თავდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით უკვე გამოკითხულია 60-მდე პირი, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეში ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. დღეს დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ი.მ.-ს და ნ.ი.-ს ბრალდების საქმე
საქართველოს პროკურატურა
დაკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯის საკითხი და გამოკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster