რომელმან შექმნა ქართველი,
ნეტავი რამ აიძულა?
- რისი მცხეთობა, რა რთველი?
ბოროტმა გაგვაბინძურა.
ხომ მახინჯია ეს ჩემი ცოლი,
დღითიდღე ხდება უფრო მახინჯი.
რად გავუყავი ნეტა საწოლი,
როგორ გადავდგი მცდარი ნაბიჯი.
მე პლანს არ ვთესავ, თვითონ ვარ პლანი!
იქით დაგგესლავთ - გაივლის ხანი.
ჩვენ ორნი ვართ პოეტები,
მხოლოდ კოტე და მე.
შენ გეძღვნება სონეტები
ჩემო ჩუმო ღამე.
ლექსს ვამბობ, თანაც რა ლექსსა
ვინ იტყვის უფრო უკეთესს.
ვინც მიყვარს, ნეტავ რად მკბენსა,
მოწამლეს? რა გაუკეთეს?
ცა-ნახშირ, ხმელეთ-ნახირო, სულ
ცოტაც დამაცალეო,
შენგან მივდივარ, დაგტოვებ, ვფიცავ
ძალიან მალეო.
და ხვალ დანგრეულ ქალაქში ნახავთ:
ივანს,
მარჩელოს,
ვილიამს,
აბდულს.
და ივლიან,
ივლიან,
ივლიან
ივლიან,
ივლიან,
ივლიან,
აფსუს!
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
ნეტავი რამ აიძულა?
- რისი მცხეთობა, რა რთველი?
ბოროტმა გაგვაბინძურა.
ხომ მახინჯია ეს ჩემი ცოლი,
დღითიდღე ხდება უფრო მახინჯი.
რად გავუყავი ნეტა საწოლი,
როგორ გადავდგი მცდარი ნაბიჯი.
მე პლანს არ ვთესავ, თვითონ ვარ პლანი!
იქით დაგგესლავთ - გაივლის ხანი.
ჩვენ ორნი ვართ პოეტები,
მხოლოდ კოტე და მე.
შენ გეძღვნება სონეტები
ჩემო ჩუმო ღამე.
ლექსს ვამბობ, თანაც რა ლექსსა
ვინ იტყვის უფრო უკეთესს.
ვინც მიყვარს, ნეტავ რად მკბენსა,
მოწამლეს? რა გაუკეთეს?
ცა-ნახშირ, ხმელეთ-ნახირო, სულ
ცოტაც დამაცალეო,
შენგან მივდივარ, დაგტოვებ, ვფიცავ
ძალიან მალეო.
და ხვალ დანგრეულ ქალაქში ნახავთ:
ივანს,
მარჩელოს,
ვილიამს,
აბდულს.
და ივლიან,
ივლიან,
ივლიან
ივლიან,
ივლიან,
ივლიან,
აფსუს!
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭