● უაზრო ლექსი
არ მეჩქარება არსად, მოსაყოლი მაქვს კიდევ - რა არ მომსვლია აზრად, რა იდეები ვზიდე. არ მიმითითოთ კარზე, არ ამიტეხოთ ყეფა. ვდგავარ სიგიჟის ზღვარზე, ლამის აფეთქდეს კეფა. არ მავიწყდება ქენჯნა, გულის ფიცარს რომ ჰხევდა. გვერდით ცდუნება მეჯდა, ხელს ძმაკაცივით მხვევდა. არ გამაგონოთ, თითქოს. ცხოვრება არის სცენა - თვალი სინაღდეს ითხოვს, სიმართლეს ითხოვს სმენა. არ ვიცი, როგორ, რისთვის... აზრი ვარსკვლავებს წვდება. და რომ მიაღწევს თითქმის, ციდან ლექსებად წყდება. არ წამესვლება არსად - დასაწერი მაქვს ბევრი. ვთვლიდი უმთავრეს არსად, სიტყვას ჰქონოდა ნერვი. წიგნი ივსება ნელა - არაფერს დავწერ ზედმეტს... და როგორც ლექსი ყველა, უაზრო არის ესეც... ნიკო გომელაური • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
მსგავსი ვიდეოები
● უაზრო ლექსი
TheApokaliptos
● ათი წამია რაც გაგიცანი
TheApokaliptos
● უაზრო ვარიაციები
TheApokaliptos
კაცი გამოძახებით ● Kaci Gamodzakhebit
კაცი გამოძახებით • Kaci Gamodzakhebit
● როცა . . .
TheApokaliptos
● ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა
TheApokaliptos
მე-2 ნაწ. 1992 წლის მიტინგების დარბევები; 'იბერია სპექტრი'...
PK TV2
● ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა
TheApokaliptos