როცა მიხვდები რა გსურს, როცა მიაღწევ მიზანს
როცა შვილს ნახავ ზრდასრულს, როცა ოჯახი გხიზნავს
როცა შენდობას შესძლებ, როცა გაუგებ ყველას
როცა არავის ეძებ, როცა არ ითხოვ შველას
როცა ვერ გაფრთხობს წნევა, როცა კნინდება ჟინი
როცა დინჯდება ქცევა, როცა გულს სჯაბნის ტვინი
როცა არ გახსოვს შიში, როცა არ გერჩის ცოლი
როცა ვერ ილხენ ლხინში, როცა აღარ გყავს ტოლი
როცა უაზროდ ხვნეში, როცა ბუტბუტებ შენთვის
როცა ხმალს ვერ ფლობ ხელში, როცა ცრემლს ცრემლი ერთვის
როცა ელვის დროს არ თრთი, როცა თვალს არ გტკენს მტვერი
როცა მტრისა გაქვს ხათრი, როცა არ გებრძვის მტერი
როცა ჭერამი ყვავის, როცა ჯერ ნაზი რტოა
სანამ გაიგებ ჩხავილს, იქნებ წახვიდე დროა...
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭