ცვლილებები ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში
ადამიანის უფლებათა კომიტეტი ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. შემუშავებული ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გაკეთდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს. ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება. მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის სასამართლოს მხრიდან ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება იკრძალება. მოძალადეს პენიტენციური სისტემიდან განთავისუფლების შემდეგ, პოლიციელები პერიოდულად გადაამოწმებენ. პოლიცია ასევე ვალდებული ხდება, მოსამართლის მიერ უკვე გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგი აწარმოოს და საჭიროების შემთხვევაში თავადაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. საკანონმდებლო ცვლილებები სოფო კილაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა აშშ საელჩოს მხარდაჭერით. ცვლილებათა პაკეტის მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შესაძლო ცვლილებები ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში
ქალთა უფლებებისთვის საქართველოში
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფ...
Ministry of Justice of Georgia
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპან...
Ministry of Justice of Georgia
ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის-25.06.15
Rioni.TV
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინი...
Ministry of Justice of Georgia
შეხვედრა მარიოტში
Tamara Karelidze