ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გამახვილდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე. კანონპროექტის თანახმად, მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება. პროექტის მიხედვით, მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის სასამართლოს მხრიდან ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება იკრძალება. ცვლილების მიხედვით, პოლიცია პენიტენციური თუ ფსიქიატრიული სისტემიდან გათავისუფლებულ მოძალადეს პერიოდულად შეამოწმებს, რათა განმეორებითი ძალადობის რისკი დროულად შეაფასოს და მოახდინოს პრევენცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმ...
Maestro Television
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სოციალურ მუშაკე...
PalitraNews
სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯელობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე
TV Pirveli
მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster