შეხვედრა მარიოტში
სასტუმრო ქორთიართ მერიოტში ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი, საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე იმ კანონპროექტთა პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ოჯახში ძალადობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით იქნა შემუშავებული. შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც ესწრებოდნენ. გუგული მაღრაძის თქმით, კანონის დახვეწა საჭიროა იმისათვის, რათა სტამბოლის კონვენციასთან მიერთების შესაძლებლობა გვქონდეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე კი განმარტავს, რომ კანონის დახვეწის კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და პროცესებში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად, იუსტიციის სამინისტრო მზადაა. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი, კანონში ცვლილებების ნაწილს შეუსაბამოდ მიიჩნევს. მარი მესხის თქმით, წინა ცვლილებებიდან ერთი წელიც არ არის გასული, შესაბამისად, სტატისტიკა არ არსებობს. თავად ინიციატივის ავტორები კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები კანონს უფრო მოქნილს ხდის. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი 2006 წელს იქნა მიღებული. საუწყებათაშორისო საბჭოსთვის წელს ეს რიგით მესამე შეხვედრაა, თუმცა ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
10 06 13 შეხვედრა მარიოტში
WIC ORG
ახალი 6 | შეხვედრა მარიოტში | 12.02.13
GeoArchive
მარიოტში შეხვედრა 15 12 14
TV4. ge
საიას შეხვედრა ქორთიარდ მარიოტში
droanews georgia
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხზე სასტუმრ...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
თანასწორობა და სამართლიანობა წინასაარჩევნო შეხვედრა
Tamara Karelidze
MOE: სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს დაცული ტერიტორი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" GEF გაფართოებული რეგიონული...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო