შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისში ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლა


26 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, ევროკავშირისა და ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და რეგიონის მასშტაბით, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მუნიციპალიტეტში მოეწყო პრეზენტაცია ბოლნისის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, სადაც ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა, აღნიშნული საკითხის შესახებ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი, უშუალოდ მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

სტუმრებმა პროექტის, სახელწოდებით - ,,ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება\" ფარგლებში, ევროკავშირისა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, აშენებული აგროცენტრი მოინახულეს, რომელიც უახლოეს პერიოდში ღვინის ჩამოსასხმელით, ყველისა და ბოსტნეულის შესაფუთი დანადგარებით აღიჭურვება. ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ადგილზე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დასაქმდებიან.

დღესვე, სტუმრებმა პროექტის ფარგლებში შეძენილი ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით, ადგილობრივ საოჯახო მარანში, ღვინის ჩამოსხმაში მიიღეს მონაწილეობა, მოეწყო ,,ლუკას მარანში” წარმოებული პროდუქციის დეგუსტაციაც.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, დელეგეციის წევრებს, ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ძველი გერმანული უბნები და უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი დაათვალიერებინეს.
#ქვემოქართლისრეგიონი2019
#ევროსაბჭოსდელეგაცია2019
#ბოლნისი2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან