ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტში
16 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირადად იმყოფებოდნენ თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც 220 მეტრზე, გზის საფარი ბაზალტის ქვაფენილით მოეწყო. სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზეც. პროექტის დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვაფენილით, 250 გრძივ მეტრზე მოწესრიგდება. შედეგად, ადგილობრივები კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც წლების განმავლობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. შოთა რეხვიაშვილი, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში გაეცნო ქალაქ ბოლნისში N4 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 12 საბავშვო ბაღიდან, აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება, რიგით მე-11 იქნება, რომელიც, პროექტის დასრულების შემდეგ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. #ქვემოქართლი2019 #ბოლნისი2019 #ინფრასტრუქტურა2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი
Rioni.TV
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი საჩხერეში
Rioni.TV
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი 03 06 2019
TV4. ge
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი სამტრედიაში
Rioni.TV
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი 06.06.2019
TV4. ge
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი 08- 05-2019
TV4. ge