საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს თელავის მერობის კანდიდატებმა. ისინი საარჩევნო უბნებში დილის საათებში მივიდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მათგანს გამარჯვების იმედი აქვს. მუნიციპალურ არჩევნებზე, საქართველოს მასშტაბით, ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევს.
2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ყველა სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებული და გამორჩეული იმით არის, რომ ასარჩევად გაცილებით მეტი მანდატია, ვიდრე ეს წინა არჩევნების დროს იყო.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის\" რეფორმირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ 12 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ასევე პირდაპირი წესით, თვითმმართველი თემის გამგებლები აირჩევიან, რომელთა რაოდენობაც 59-ია.
მერისა და გამგებლის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ოთხი წლის ვადით აირჩევიან.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1i05OFM