„ნაციონალურმა მოძრაობამ" კახეთში კანდიდატები წარადგინა


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ\" დღეს თელავის სახელმწიფო თეატრში კახეთში გამგებლობისა და მერობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. როგორც ცნობილია, თელავში გამგებლობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იქნება, ხოლო მერობის - ლექსო ძულიაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის\" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა. ამომრჩეველთან შეხვედრის დროს პარტიის წარმომადგენლებმა მათ სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს და გამარჯვების შემთხვევაში, გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას დაპირდნენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/RPK2IF

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან