დღეს „კოვიდ-19“-ის 15 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული


დღეს „კოვიდ-19“-ის 15 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ექვსი ერთი საათის წინ დადასტურდა. ორი ფაქტი უცხოეთში ყოფნას უკავშირდება. დანარჩენები კი ძირითადად ქობულეთის, თერჯოლისა და მარადისის კლასტერიდან არიან. 68-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ამ დრომდე უცნობია თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმის დაინფიცირების წყარო, რის გამოც კლინიკა დახურულია.

ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს, ჰქონდა თუ არა ამ კლინიკაში პროტოკოლის შესრულებისას გადაცდომას ადგილი. სწორედ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დაწყებულია აქტიური მონიტორინგი, თუ როგორ მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება ინფექციის კონტროლის კუთხით. პიკის პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ეპიდემიოლოგები ქვეყანაში უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან