კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. გამოვლინდა ასევე ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 924 შემთხვევაა დადასტურებული, განიკურნა 785. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ 82 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა. რაც შეეხება დღეს დადასტურებულ შემთხვევებს, ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთს კი კოვიდ-19-ის დიაგნოზი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში დაუსვეს, ის ბოჭორიშვილის კლინიკის სანიტარია. ინფექციურ კლინიკაში სულ 24 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში კი, კოვიდდადებითი ერთი პაციენტი რჩება, რომელიც 17 მაისიდან მკურნალობს და 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცის კლასტერს განეკუთვნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster