კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
ბელარუსში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2858-ს მიაღწია. 51 ქვეყნაში ინფიცირებულია 83 342 ადამიანი. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა სამხრეთ კორეაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში. ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნიდერლანდებში, ესტონეთსა და ნიგერიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი გაფრთხილებას აქვეყნებს და ქვეყნებს მოუწოდებს, არ დაუშვან „ფატალური შეცდომა“ და არ ჩათვალონ, რომ კორონავირუსის შემთხვევა მათთან არ გამოვლინდება. სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 13 პაციენტი. იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდეა გაზარდილი. ინფიცირებულთა რიცხვი კი ბოლო რამდენიმე საათში 122-ით გაიზარდა და 650-ს შეადგენს. დაავადებულთა უმეტესობა ჩრდილოეთით, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში იმყოფება. საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო 24 საათში, გაორმაგდა და 38-ს შეადგენს. ბოლო ორ საათში ინფიცირების კიდევ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დასავლეთ გერმანიაში. რაც შეეხება ესპანეთს, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 24-ს მიაღწია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster