MOE: ბიზნესის ხელშეწყობა წყალტუბოში

21.03.2012 00:54

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე იმერეთის რეგიონს ეწვია, სადაც წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯას მოსახლეობას შეხვდა. გოგა ხაჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობას გარემოს დაცვის სამინისტროს დაგეგმილი ღონისძიებები, ეკო-ტურისტული ბიზნესის განვითარების ინიციატივები გააცნო და მათი გეგმებით დაინტერესდა. სოფელ ბანოჯას და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს სოფლები სათაფლიის ნაკრძალის და პრომეთეს მღვიმის ახლოს მდებარეობს. „მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად, რომ ჩამოსულ ტურისტს სიკეთე მოჰქონდეს არა მხოლოდ ნაკრძალისთვის, არამედ იმ ხალხისთვის, რომლებიც დაცული ტერიტორიების გარშემო ცხოვრობენ," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ. მინისტრი მოსახლეობის კონკრეტულ ბიზნეს-გეგმებს და პროექტებს გაეცნო, რომლის განხორციელებაც ადგილობრივებს სურთ. მთავრობა დაინტერესებულია ყველა ინიციატივის განხილვით, რომ მათ წარმატებული იდეის განხორციელებაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას. გოგა ხაჩიძემ მოსახლეობას ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც სათაფლიის ნაკრძალთან ეკო-მაღაზიის დაარსებას გულისხმობს. ეკო-მაღაზიაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გაიყიდება, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დასაქმებას, ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას და ეკო-ტურიზმის განვითარებას. დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გარემოს დაცვის მინისტრი მოსახლეობასთან რეგულარულ შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: შეხვედრა სოფელ ყუმისთავში
01:13

MOE: შეხვედრა სოფელ ყუმისთავში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა ბიზნეს სექტორთან
00:52

MOE: შეხვედრა ბიზნეს სექტორთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: თბილისში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა
02:54

MOE: თბილისში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის მხარდაჭერა - გადაცემა ''ბიზნესი''
13:43

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის მხ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით
02:37

დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა
02:31

დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
01:49

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო