თეოფილემალაქიანობა (ნაწილი 6). ღმერთი ამაღლდა? ღმერთმა ღმერთი შექმნა? დედაბრულ ზღაპრებს ერიდე!
03/01/2022
levani petriashvili-ის
მიერ
მოციქულთა საქმენი 2:36 მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.
ჩნდება კითხვა: ღმერთი თუ უფალია, აბა ღმერთი უფლად როგორ ქმნის რომელიმე პიროვნებას? ქმნილება თავად შემოქმედის არსებობის დადასტურებაა და არა თავად შემოქმედი.
_ რატომ უნდა ვეძიოთ ბიბლიის ისეთი თარგმანები რომლებიც ისე თარგმნიან იგავნის 8:22-ს, რომ საკუთარ შეხედულებებს მოვარგოთ?
წარმოიდგინე ბიბლია დაწერილიყო ქართულ ენაზე. მოდის რუსი და გეუბნება, აგერ ინგლისურ ბიბლიაში ნახე \"უფალმა შემქმნა\" კი არ წერიაო, არამედ \"უფალმა შემიძინა ან დამამტკიცაო\". არ ეტყვიი, რომ ძამიკო მოდი ქართულში რა წერია ის ვნახოთო? ხომ ეტყვი? თუ არ ეტყვი ესე იგი სიჯიუტესთან გვაქვს საქმე. ხოდა, ბიბლია ხომ ებრაულ ენაზე დაიწერა, ამიტომ ინგლისურ თარგმანებს კი არ უნდა ეძებდე, არამედ იმას თუ რა წერია ებრაულ დედანში. რომ ამბობთ იესო არა შექმნილიო, განა ეგ ბიბლიის უარყოფას არ ნიშნავს? ამაზე არაორაზროვნად და პირდაპირ როგორღა უნდა ეწეროს ბიბლიაში რომ იესო შექმნილია როგორც ეს იგავნის 8:22-შია ნათქვამი? იგავნის 8:22-ში პირდაპირ წერია\" უფალმა (ორიგინალში წერია: \"იეჰოვამ\", იჰვჰ) შემქმნა მე\". განა ამის უარყოფა გაჯიუტებული ადამიანის მეტს ვინმეს შეუძლია?
ახლა დავუბრუნდეთ ისევ იმას თუ რა წერია სინამდვილეში იგავნის 8:22-ში. როგორც უკვე აღვნიშნე ბიბლიის თარგმანები სხვა და სხვა ნაირად თარგმნიან ამ მუხლს. როგორც ჩანს პირადი ინტერესებიდან ან ბიბლიის ენის არასაკმარისი ცოდნის გამო. სხვა შემთხვევაში ხომ ყველა ბიბლიის თარგმანი ერთნაირი იქნებოდა აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით? ახლა დაფიქრდი, ბიბლია დაიწერა ებრაულ ენაზე ებრაელების მიერ. განა ებრაული ენა ებრაელებზე უკეთ იცის ვინმემ? დამეთანხმებით რომ ებრაელებმა ყველაზე უკეთ იციან ებრაული. ხოდა, იგავნის 8:22-რე მუხლი ებრაელებმა თავადვე თარგმნეს ბერძნულ ენაზე. და ეს თარგმანი გახლავთ ბიბლიის ყველაზე პირველი თარგმანი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II საუკუნეში შესრულდა დაახლოებით 70 ებრაელის მიერ. ნეტა როგორ თარგმნეს ეს მუხლი ებრაელებმა?მათ ასე თარგმნეს ეს მუხლი: \"ადონაიმ შემქმნა მე\". ამას ვინც უარყოფს, გაჯიუტებული ადამიანი ნამდვილად იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ, ყველა მიუკერძოებელი ადამიანი დამეთანხმება იმაში რომ იგავნის 8:22-ში \"ადონაიმ შემქმნა მე\" წერია.
ღვთის სახელთან დაკავშირებით ვატიკანის (კათოლიკური) საეკლესიო კრებების დადგენილებებს და დოკუმენტებს ვკითხულობდი. ძალიან საინტერესო რამეს წავაწყდი. ვატიკანის II საეკლესიო კრების შედეგად დიდი გარდატეხა მომხდარა კათოლიკურ ქრისტიანულ სამყაროში.
1965 წელს დოკუმენტში \"Dei Verbum\" პირველად იყო მოცემული მოწოდება იმისკენ, რომ გაკეთებულიყო ბიბლიის \"კარგი და ზუსტი თარგმანები . . . სხვადასხვა ენაზე, განსაკუთრებით კი წმინდა წერილების დედნებიდან\".
1958 წელს, საეპისკოპოსო ბიბლიურმა ინსტიტუტმა გამოსცა \"დედნებიდან გაკეთებული პირველი სრული კათოლიკური თარგმანი\".
ამ თარგმანში რამდენიმე ადგილას აღდგენილი იყო ღვთის სახელი. ანუ, მანამდე თუ ღვთის სახელს მთარგმნელები ბიბლიიდან იღებდნენ ახლა ის თავის ადგილას დააბრუნეს. ამის შემდეგ კათოლიკე მორწმუნეებს მაინც არ უნდა გქონდეთ უარყოფითი დამოკიდებულება იმ ფაქტისადმი რომ ბიბლიაში ღვთის სახელი აუცილებლად უნდა ეწეროს - როგორც ეს ბიბლიის დედნებშია მოცემული..
რატომ არ ახსენებდნენ ქრისტე და მისი მოწაფეები იაჰოვას სახელს? რატომ არ არის ახალი აღთქმის არცერთ ხელნაწერში ნახსენები იეჰოვა? თუკი ისეთი მნიშვნელოვანია ეს სახელი, რომ მისი ხსენება მაცხოვნებელი უნდა იყოს (იოველი 2.32 ), რატომ არ ახსენებენ მას ქრისტიანები? სამაგიეროდ ქრისტეს სახელით ცხონებას ქადაგებენ. ამაზე რა პასუხი გაქვს?
_ ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს.
1. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ერთი უტყუარი ფაქტი რასაც ვერავინ ვერ შეძლებს უარყოს. ახალი აღთქმის არცერთი ხელნაწერი არ წარმოადგენს 1 საუკუნის ხელნაწერს.
2. ხელნაწერები წარმოადგენენ ასლებს და არა ორიგინალებს. ამიტომ დარწმუნებით ვერავინ იტყვის რა და როგორ ეწერა ორიგინალში. სხვა მიზეზებს აღარ ჩამოვთვლი, ესეც საკმარისია და იმიტომ. და შენ რა იცი რომ პირველი ქრისტიანები არ ახსენებდნენ ამ სახელს, როდესაც თავად წერილით მოწმობს პავლე მისი სახელის შესახებ? რომაელთა მიმართ 10:13 რადგანაც ადონაის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება (იოველ. 2:32). მოციქულს შეეშლებოდა ეს სახელი არ ეჩვენებინა მაშინ როდესაც ეს მუხლი წმიდა წერილიდან მოჰყავდა? ხოლო ის რომ ძის მიერ მოხდა ადონაის ხსნა, ამას იოანეც მოწმობს: პირველი იოანესი 5:13 ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. _ ამიტომ არის ახალ აღთქაში იესოს სახელი რადგან მთელი ძალაუფლება მამამ მას გადასცა, თუმცა ამით არანაერი ზიანი არ ადგება მამა ღმერთის ადონაის სახელს.