თეოფილემალაქიანობა (ნაწილი 10). ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას ნერგავს საღი მოძღვრების წინააღმდეგ!

03/08/2022
levani petriashvili-ის მიერ

არსებობენ ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ადამიანი შეუძლებელია იყოს უცოდველი, აბა მაშინ ქრისტე იმისთვის მოკვდა რომ კვლავ ცოდვილი გერქვას? რამხელა წინააღმდეგობაში არიან საკუთარ თავთან, მე ვეუბნები მათ, მე არაფერი მაქვს სინდის საქენჯნი თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ უშეცდომო ვარ, მაგრამ რაც შეეხება ცოდვას, სხეულებრივი სურვილები ლტოლვა, სიახლოვე, სიმპათია, ეს სრულებით არ ნიშნვას იმას რომ სცოდავ, რადგან ღმერთს ადამიანი იმპოტენტი არ შეუქმნია, თვითონ ჩადო მასში ეს ხორციელი სურვილები, ასე რომ როგორც ოქროპირი განმარტავს სხეულებრივი სურვილები კი არ არის ცოდვა, არამედ სულის მანკიერი თვისებები. რა განა ასე მარტივად გვაქვს საქმე რომ ცოდვა სხეულებრივი სურვილები იყოს? მაშინ ადამივით ღმერთს ვადანაშაულებთ, რადგან ღმერთმა მომცა ესეთი სხეული და რა შუაშია აქ ცოდვა, თუკი მე ლტოლვა მაქვს ჩემს საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან? ასე დაამახინჯეს გაგება უცოდველობის და დაიყვანეს გენიტალიებზე, მაგრამ მე გეტყვით რომ ცოდვა ეს კიდევ სხვა რამეა ვიდრე უბრალოდ სურვილები, ცოდვის არსი არის ის რომ შენ ხარ მოკვდავი და ხრწნილებას განიცდი, ამიტომ არის ცოდვის ნიშანი შენს სხეულზე _ სიკვდილი. არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ ჰქონდეს ცოდვილი ბუნების მატარებელი სხეული, მაგრამ შენ ამას ვერ იტყვი იესოზე, ხომ ასეა? თვითონვე ამბობენ რომ იესომ ცოდვა არ იცოდა, გამოდის ის იყო უცოდველი, მაგრამ წერილი ამბობს რომ იესოს შეეხო სიკვდილი ესე იგი მას ჰქონდა ცოდვილი სხეულიც, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ის იყო ცოდვილი ხომ ასეა? ასევე ვართ ჩვენც ქრისტეში უცოდველები, გაუნათლებელი ბრბო ამას არ იღებს, იმიტომ რომ არ იციან ცოდვა რა არის და არ იცნობენ ქრისტეს თუ რა მსხვერპლი გაიღო მან იმისათვის რომ შენ ცოდვილი აღარ ყოფილიყავი, როგორც ამბობს პავლე: პირველი კორინთელთა მიმართ 6:11 ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
მაშ რა არის ცოდვა, იკითხავს მავანი, ცოდვა არის ის რისგანაც იესომ გაგათავისუფლა, ანუ შენი სხეული ცოდვისათვის არის გამოუსადეგარი, სექტანტური აზროვნება აგებულია სხეულის ცოდვილიანობაზე, ისინი უარყოფენ უცოდველობის მდგომარეობას და ქრისტიანულ გაგებას, რასაც პავლე წერს: რომაელთა მიმართ 6:2 ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში? და კიდევ: რომაელთა მიმართ 6:14 ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ. ამ მუხლებიდან გამომდინარე ცოდვას ვუყურებთ არა როგორც ნებით მოქმედებაში გამოვლენილ ცდუნებას, არამედ როგორც მოქმედების განხორციელებამდე მყოფ სულიერ მანკიერებების თვისებებს, რადგან მოქმედებებით უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ცოდვას უფრო ღრმა გაგება აქვს, ვიდრე ასე უბრალოდ ქმედება. ცოდვა როგორც პავლე ამბობს არა ნებაყოფლობითი აქტია, არამედ ის ბატონობს სხეულზე შენი ნების მიუხედავადაც და ამ სხეულის ტყვედ გაქცევს, ზუსტად ამაზე საუბრობს პავლეც თუ რა მოიმოქმედა ქრისტეს სისხლმა შენში და რა გამართლება მოგვანიჭა მან ამ ცოდვილ სხეულში: რომაელთა მიმართ 5:18 ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.

ვიდეოები „levani petriashvili"-ისგან