აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

16.07.2019 00:52

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩს განუცხადეს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 15 ივლისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოდან ადამიანთა ჯგუფმა დაარღვია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, „ქეშიქ-ჩიდაღის“ კომპლექსთან   თავს დაესხა მესაზღვრეებს და შეურაცხყოფა მიაყენა მათ. „წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას, როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
01:17

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
01:05

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

13 წელი აგვისტოს ომიდან  - საერთაშორისო გამოხმაურებები
02:21

13 წელი აგვისტოს ომიდან - საერთაშორისო გამოხმაურებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურის განცხადება
01:33

პროკურატურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიამ ჯაშის განცხადება
01:17

მარიამ ჯაშის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
02:03

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აზერბაიჯანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხმაურება
00:28

აზერბაიჯანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
01:00

სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო