სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლაპარაკებების ინიციატორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. საუბრისას დიპლომატებმა წარადგინეს შეხედულებები ჟენევაში 2 ოქტომბრის შეხვედრის შედეგებზე. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანა, სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივი რეპატრიაცია და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო დაცვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრაზე ბაქოს მიერ შეთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ენტონი ბლინკენმა, თავის მხრივ, „მადლობა გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.“ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყარაბაღის კონფლიქტი - ომი და შედეგები - ნაწილი 1
სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების გეოპოლიტიკური დატვირთვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანკლავები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. JAMnews ქართულად, 2...
JAMnews ქართულად
სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
6-პუნქტიანი შეთანხმება გამოქვეყნებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster