6-პუნქტიანი შეთანხმება გამოქვეყნებულია
სომხეთის რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, ედმონ მარუკიანმა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით, ექვსი პუნქტისგან შემდგარი შეთავაზება გააჟღერა. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება. პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ოფიციალურმა ერევანმა აზერბაიჯანიდან ხელშეკრულების თაობაზე წინადადება მიიღო, რომელსაც ისინი პასუხობენ; მეორე პუნქტის მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკას არასდროს ჰქონია და არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ; ასევე, სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ასევე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხებს; სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 26 ნოემბრის განცხადებებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ესენია - სამხედრო ტყვეების დაბრუნება და გზების განბლოკვა; გარდა ამისა, სომხური მხარე მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე. შესაბამისი მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის სომხურმა მხარემ ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა. მანამდე, თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე 5-პუნქტიანი წინადადება გამოაქვეყნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხელისუფლებას იმდენად არ უნდოდა ნაციონალური მოძრაობის პარლამე...
Girchi • გირჩი
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ტოივო კლაართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარლ ჰარცელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამ რეფორმების განხორციელებას წლები სჭირდება და მხარეებს თანა...
Girchi • გირჩი
რესტორატორთა ასოციაციის 6-პუნქტიანი გეგმა სარესტორნო ბიზნესი...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი