ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა

09.12.2021 05:32

უცვლელი დარჩა რუსეთის რიტორიკა და მიდგომა ჟენევაში. მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი ისევ შედეგის გარეშე დასრულდა. დღის წესრიგის მთავარი თემა, ანუ ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების განხილვა მოსკოვის მხრიდან საერთოდ იგნორირებულია, რადგან ის კონფლიქტის მონაწილედ თავს საერთოდ არ მიიჩნევს და ოფიციალურ თბილისს არაღიარებულ რეჟიმებთან ამისამართებს. მთავარი გზავნილი, რომლითაც სერგეი ლავროვის მოადგილე შვეიცარიაში ჩავიდა, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უკავშირდება. მოსკოვმა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე საკუთარი მწვავე პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუარესებული ჰუმანიტარული ვითარება და ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელების გახსნაც იყო, რაზეც შესაძლოა პროგრესის ნიშნები გაჩნდეს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: