13 წელი აგვისტოს ომიდან - საერთაშორისო გამოხმაურებები
აგვისტოს ომიდან 13 წლისთავს კიდევ ერთხელ ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 13 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რითაც ხანგრძლივი კონფლიქტი დაიწყო. „ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში და ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“ – ნათქვამია განცხადებაში. აგვისტოს ომთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისიც, რომელიც აგვისტოს ომს იხსენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ რთულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. ნედ პრაისი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა სახელმწიფო, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ამის შესახებ ნათქვამია საუბარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს შვედეთი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს თავმჯდომარე ან ლინდე ამბობს, რომ შვედეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. „აგვისტოს ომის 13 წლისთავზე, ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცეა“ - ამის შესახებ აღნიშნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
13 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 წელი აგვისტოს ომიდან
TV IMEDI
13 წელი აგვისტოს ომიდან - რა რეზოლუცია მიიღო პარლამენტმა
TV IMEDI
როგორ იხსენებენ და აფასებენ მოვლენებს ომის უშუალო თვითმხილვე...
Formula News
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
8 წელი აგვისტოს ომიდან - გოგი ხოშტარია
TV Pirveli
14 წელი აგვისტოს ომიდან
TV IMEDI