2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა
2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 8 აგვისტოს დილით, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. დაიღუპა 412 მოქალაქე მათ შორის 169 ჯარისკაცი, 1 747 კი დაიჭრა, 150 ათასამდე პირი დევნილად იქცა. 35 ათასი სახლი განადგურდა. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს და უკანონო პროვოკაციულ მოქმედებებს განაგრძობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
13 წელი შინდისის ბრძოლიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 წელი აგვისტოს ომიდან - საერთაშორისო გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 წელი აგვისტოს ომიდან
TV IMEDI
13 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგაც, რუსეთისადმი საერთაშორისო პ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„ენმ”-მ ენგურის ხიდთთან მდუმარე აქცია გამართა
Radio Atinati