13 წელი აგვისტოს ომიდან
საქართველო იმ მოვლენებს იხსენებს, რომელიც 13 წლის წინ - 2008 წლის 7 აგვისტოს განვითარდა და ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს დღე ყველაზე ტრაგიკულ თარიღად იქცა. ამ დღეს დაიბომბა ქართული სოფლები, იყო მსხვერპლიც. 8 აგვისტოს დილით კი როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. საბრძოლო მოქმედებები ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას 412 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 169 ჯარისკაცი, დაიჭრა 1 747 მოქალაქე, 150 ათასამდე პირი კი დევნილად იქცა. აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ ისევ ერთიანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსულ აგრესიას გმობენ და ოკუპანტ ქვეყანას აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროები დღეს საოკუპაციო ხაზთან და მუხათგვერდის სასაფლაოზე გაიხსენეს პოლიტიკოსებმა. ევროპარლამენტარებმა კი ერთობლივი წერილით კიდევ ერთხელ მოსთხოვეს რუსეთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუშვას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
13 წელი აგვისტოს ომიდან
TV IMEDI
13 წელი აგვისტოს ომიდან - რა რეზოლუცია მიიღო პარლამენტმა
TV IMEDI
13 წელი აგვისტოს ომიდან - საერთაშორისო გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ იხსენებენ და აფასებენ მოვლენებს ომის უშუალო თვითმხილვე...
Formula News
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
8 წელი აგვისტოს ომიდან - გოგი ხოშტარია
TV Pirveli
14 წელი აგვისტოს ომიდან
TV IMEDI
14 წელი აგვისტოს ომიდან...
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი