ზუგდიდში მუშები, რომლებმაც ტროტუარებზე ქვაფენილები დააგეს, კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით, მერიის შენობის წინ კვლავ შეიკრიბნენ. ადმინისტრაციულ შენობასთან \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრებიც იმყოფებოდნენ.
\"ეს ადამიანები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. კეთილი ინებოს ადგილობრივმა მთავრობამ და მისცეს მათ ხელფასები\", - თქვა აქციაზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა \"ენმ\"-დან ლევან კონჯარიამ.
აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოითხოვეს შეხვედრა. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, მუშები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქვაფენილები შპს-მ \"ამი 2014\" დააგო. ზუგდიდის მერიას კომპანიისთვის შესრულებული სამუშაოსთვის თანხა დარიცხული აქვს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/