გუბერნატორი მარნეულში მასშტაბური პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

18.12.2018 01:58

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, პირველ მოადგილესთან და მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები მოინახულა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მასშტაბური პროექტი ხორციელდება სოფელ კირაჩ-მუღანლოში, რომელიც 300-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ადგილზე ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარის, წყალსადენი მაგისტრალის, სოფლის შიდა ქსელის მოწყობა და გამრიცხველიანება. სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ სადახლოშიც. პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყლით. სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა სოფელ აღმამედლოში, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის მილების გაყვანა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად საერთო ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, შედეგად ისეთ სოფლებში გაუმჯობესდება წყალმომარაგება და მოეწყობა გამართული სისტემები, სადაც შესაბამისი ინფასტრუქტურა წლების განმავლობაში არ არსებობდა. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ერთად ასევე იმყოფებოდა სოფელ მარეთში, სადაც კორპუსებთან მისასვლელი გზისა და ეზოს მოასფალტების პროექტი დასრულდა. გუბერნატორი შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა. #ქვემოქართლისგანვითარება2018 #ინფრასტრუქტურა2018 #წყლისსისტემები2018 #მარნეული2018 #გუბერნატორი2018 #შოთარეხვიაშვილი2018

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბოლნისში 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
01:42

ბოლნისში 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდე...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულში
02:44

ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულში

Marneuli TV - GEORGIA

ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში
01:17

ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

გუბერნატორმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
01:20

გუბერნატორმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში  წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა იწყება
05:28

მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა ი...

Municipality of Marneuli

აქცია მარნეულში
02:43

აქცია მარნეულში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართულ-აზერბაიჯანული ინტეგრაციის ცენტრი
01:36

ქართულ-აზერბაიჯანული ინტეგრაციის ცენტრი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარნეულში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
02:52

მარნეულში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

Municipality of Marneuli

ყველა ვიდეო