• ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონს არ გადახედავს, აშშ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას დაიწყებს - უარის შემთხვევაში სახელმწიფო მდივანი პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკით იმუქრება; ოპოზიცია ულტიმატუმს მიესალმება, მმართველი პარტია კი პარტნიორი ქვეყნის მიდგომას მძევლად აყვანის პოლიტიკას უწოდებს
• ევროკომისარი ვარჰეი საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საუბრისას რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითი სხვა კონტექსტში ახსენა - ოპოზიცია ევროკომისრის მხრიდან მუქარას გამორიცხავს, მმართველი გუნდი კი სატელეფონო საუბრის შინაარსს ბოლო პერიოდში პარტნიორებისგან მომდინარე შანტაჟის გაგრძელებად აფასებს
• რუსი მესაზღვრეების მიერ რუსეთ-ესტონეთის საერთო საზღვარზე, მდინარე ნარვიდან საზღვრის სადემარკაციო მანათობელი ტივტივების მოხსნასთან დაკავშირებით ევროკავშირი მოსკოვისგან განმარტებებს, ესტონეთი კი კრემლის მიმართ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს - ჯოზეფ ბორელი სასაზღვრო ინციდენტს რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების სქემის ნაწილს უწოდებს და ტივტივების დაუყონებლივ დაბრუნებას ელის; სასაზღვრო დავა რუსეთ-ესტონეთს შორის და მხარეთა პოზიციები
• ხალხისგან სიცოცხლეშივე „საქართველოს ბულბულად“ წოდებული მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის მიერ შესრულებული ფოლკლორული ნიმუშები, საოპერო პარტიები და რომანსები ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე - აქამდე უცნობი მოგონებები ვანო სარაჯიშვილის ცხოვრებიდან და საიუბილეო წელთან დაკავშირებით განთავსებული მასალები ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.