#მოამბე 21 საათზე, 16 მაისი, 2024 #LIVE

16.05.2024

• საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში - დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან და აუდიენციაზე განხილული საკითხები; ირაკლი კობახიძისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთობლივი განცხადებები და გზავნილები ანკარადან • ევროპელი დეპუტატები და დასავლეთის სახელმწიფოთა პირველი დიპლომატები საპროტესტო აქციებზე - პროტესტის მხარდაჭერა, „ვარდების რევოლუციის“ სიმბოლიკა და გზავნილები; მმართველი გუნდი მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას გაუგონარსა და მიუღებელს უწოდებს • ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - დაკავებულ თავდამსხმელს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება; ქვეყნის პრეზიდენტი ფაქტს დემოკრატიულ სისტემაზე თავდასხმად აფასებს, ძალოვანი უწყებები კი მომატებულ საფრთხეებზე საუბრობენ • 17 მაისს საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს - საპატრიარქო ოჯახისა და ტრადიციების პატივისცემას ფუნდამენტურ ფასეულობებს უწოდებს და აცხადებს, რომ ღირსეული ქვეყნის სიმტკიცე ამ ფასეულობების დაცვაზე დგას; მთავრობის გადაწყვეტილება 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით და დაგეგმილი მსვლელობები ქვეყნის მასშტაბით ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: