#მოამბე 21 საათზე, 16 თებერვალი, 2024 #LIVE

16.02.2024 01:04:58

• გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა შოვსა და ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიების შესახებ - ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა ადამიანური ზემოქმედების ფაქტორს გამორიცხავს; დამანგრეველი სტიქიის მთავარი მიზეზები, რისკები და რეკომენდაციები სტიქიური პროცესების პრევენციისთვის • ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრის გზებს ეძებს - პარტიების ნაწილი დამოუკიდებლად ბრძოლას აანონსებს, ნაწილი კი ალიანსების შექმნას გეგმავს, რომლის ლიდერადაც სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება, თუმცა გადაჯგუფების მიუხედავად, ერთობაზე თანხმობა ამ დრომდე ვერ ხერხდება • რთული ვითარება ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით - ავარიების გამომწვევი მიზეზები და საგანგაშო სტატისტიკა; ექსპერტები კანონში ცვლილებების და პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ • სიმფონიური მუსიკის კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში - მოცარტისა და ჰაიდნის ნაწარმოებები თბილისის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით და დასის მზადება მუსიკის საღამოსთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: