„თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრი\" - ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდებაა, რომელიც გიორგი სიბაშვილმა დააფუძნა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორში გადასვლის თაობაზე გასულ წელს მიიღო. ორგანიზაციის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს. როგორც დამფუძნებელი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია დიდი ხანი არ არის, რაც დაარსდა, მისი წევრთა რაოდენობა საკმარის რაოდენობას შეადგენს. გიორგი სიბაშვილის თქმით, „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრს\" რამდენიმე დონორ ორგანიზაციასთან უკვე წარდგენილი აქვს შესაბამისი პროექტი ამა თუ იმ სახის მხადაჭერის მოსაპოვებლად.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია საყოველთაოდ აღიარებული ადამიანების, ეთნიკური უმცირესობების, ბავშვთა უფლებების დაცვა. როგორც სიბაშვილი აცხადებს, არასამთავრობო წარმომადგენლები თვითმმართველობების რეფორმაზეც იმუშავებენ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mKOeDZ