სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. სტუდენტები დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტსა და ფაკულტეტების თავმჯდომარეებს ირჩევენ. არასამთავრობო ორგანიზაცია - „კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენლის, მანანა ანდღულაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, არჩევნებში მონაწილე სტუდენტებმა ხმის მიცემის წესების და პროცედურების შესახებ არაფერი იციან. უნივერსიტეტის შენობის ყველა სართულზე, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად პოლიციაა მობილიზებული. თვითმმართველობის პრეზიდენტად კენჭს 6 სტუდენტი იყრის. მათგან ერთ-ერთი - გიორგი ყორბეზაშვილია, რომელმაც უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის პოსტი რამდენიმე თვის წინ ვადაზე ადრე დატოვა. რაც შეეხება ფაკულტეტების თავმჯდომარეების არჩევას, მასში მონაწილეობის მისაღებად 20 კანდიდატია რეგისტრირებული. უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე არჩევნები განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა - ოთარ აბესაძემ, მოინახულა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნატო სიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სიბაშვილის თქმით, არჩევნებზე დილიდან ძირითადად ტექნიკური ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/17YVWnz
მსგავსი ვიდეოები
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2018
Stu Net
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები კვლავ გადაიდო
Sulkhan Meskhidze
TSMU 9.11.2012წ. თვითმმართველობის არჩევნები
TSMU Student Self Government თსსუ სტუდენტური თვითმმართველობა
“აუდიტორია115”-ის საპროტესტო აქცია სტუდენტური თვითმმართველობ...
netgazeti ge
თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2016
GTU Student Self Government