სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი დილის 9 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს 5 საათამდე შეეძლოთ. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით პაპალაშვილმა, „ახალი ამბების" ჟურნალისტთან განაცხადა, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა და დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, არცერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა. დღის ბოლოს კი კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვით, თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ზურაბ გრიშაშვილი გახდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ არჩევნებში სულ 3 კანდიდატი მონაწილეობდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1lcy1af
მსგავსი ვიდეოები
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის გეგმები
ტელეკომპანია თანამგზავრი
თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის...
ტელეკომპანია თანამგზავრი
მერაბ მერაბიშვილის კომენტარი
Merab Merabishvili
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
ტელეკომპანია თანამგზავრი
პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები
ტელეკომპანია თანამგზავრი
ეტიუდების XIII ეროვნული ფესტივალი 2023
TAFU EDU
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ახალი ვიცე-პრეზიდენტ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტუდენტების ნაწილი სტუდენტური თვითმმართელობის წინააღმდეგ
ტელეკომპანია თანამგზავრი