პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები


თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატები გაიმართა. კანდიდატებმა სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს საკუთარ საარჩევნო პროგრამებთან ერთად საკუთარი გამოცდილება გააცნეს, ერთმანეთის შეკითხვებს უპასუხეს და აუდიტორიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დებატები ტაიმერის საშუალებით თითოეული კანდიდატისთვის ერთნაირად განსაზღვრულ დროში წარიმართა. კანდიდატთა უმრავლესობას დღევანდელ პრეზენტაციაზე საკუთარი სამოქმედო პროგრამა არ წარუდგენია. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის არჩევნებში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობს. ესენი არიან - ყოფილი თვითმმართველობის პრეზიდენტი - გიორგი კორბეზაშვილი, სტუდენტური გაერთიანება „ახალი ტალღის\" დამფუძნებელი - ნოდარ ეჟიშვილი, ნატო სიბაშვილი, სოფიო ბაწილაშვილი, გიორგი ჯაიანი და გიორგი ბახსოლიანი. ეს უკანასკნელი დღევანდელ დებატებზე არ გამოცხადდა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტობის არჩევნები 23 აპრილს გაიმართება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/17zOMmT

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან