„კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" „ნაციონალური მოძრაობის" ბანერები ჩამოხსნა
„კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო ბანერები ჩამოხსნა. პარტიის წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" რაიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გოჩა სიბაშვილმა განაცხადა, კომპანიის თანამშრომლებმა მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა ღვინიაშვილის, სააგიტაციო მასალა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოხსნეს და ოფისის წინ დაუყარეს. ბანერები ნონეშვილის ქუჩის დასაწყისში და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული. „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" უპასუხეს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ პარტიული ნიშნით ბანერების ჩამოხსნა უარყო და განაცხადა, რომ ოპოზიციონერებმა ის თვითნებურად გააკრეს ელექტრობოძებზე, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1oh3VVF
მსგავსი ვიდეოები
შემთხვევა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ბოტკოველის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი სათავო ოფისი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კასპის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კახეთის რაიონუ...
TV IMEDI
თელავის მერი პლატონ კალმახელიძე გახდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
კახეთის გზატკეცილზე ლევან ხაბეიშვილმა აქცია გამართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster